ჭიდაობა

22:07 | 22.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: ორი ოქროს მედალი 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა, გარდა ამისა, კვირას 1 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მოპოვების შანსი არსებობს.

70 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ელბაქიძემ ოთხი შეხვედრა მოიგო, ფინალში კი ამირმოჰამად იაზდანიჩერატი 8:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ მან მიმდინარე წელს 23-წლამდელთა შორის, როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

79 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ვლადიმერ გამყრელიძე გახდა, რომელმაც შეჯიბრზე ხუთი შეხვედრა მოიგო, ფინალში კი ყაზახ დაულეტ იერგეშს აჯობა.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა წააგო და უმედლოდ დარჩა.

დღესვე ასპარეზობაში კიდევ 5 ქართველი მოჭიდავე ჩაერთო და ხუთივემ მოახერხა ნახევარფინალში გასვლა, თუმცა ფინალს მხოლოდ სოლომონ მანაშვილმა (125 კგ) უწია, რომელიც ხვალ ოქროს მედლისთვის ირანელ ამირეზა მასუმი ვალადის შეხვდება. კიდევ ოთხ მოჭიდავეს ბრინჯაომდე ერთადერთი მოგება აშორებთ.

ნახევარფინალში წააგეს და 23 ოქტომბერს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ რამაზ თურმანიძე (61 კგ), თემურ ბერუაშვილი (74 კგ) ევსემ შველიძე (86 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ).

0.128215