ფეხბურთი

21:33 | 22.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "მოურინიოს სიტყვები კვარაცხელიაზე საგანგაშოა"

ნეაპოლელი ჟურნალისტი კარლო ალვინო ჟოზე მოურინიოს ხვიჩა კვარაცხელიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვები საგანგაშოა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ მოურინიომ კვარას შეჩერების გეგმაზე იხუმრა: „ჩემს წინ თუ გაივლის, დავარტყამ“ - თქვა „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა სიცილით, მაგრამ ალვინოსთვის ეს სიტყვები ხუმრობა არ იყო.

„მოურინიოს სიტყვები კვარაცხელიას შესახებ ჩემთვის განგაშის ზარია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბიჭის გაჩერებას ყველანაირი მეთოდით ეცდებიან, მათ შორის უხეშობით. ვნერვიულობ, რადგან მეშინია „რომას“ შესაძლო უხეში თამაშის. რამდენიმე თვეა, რაც მსაჯები ყვითელ ბარათებს ხშირად არ იძლევიან, ნაცვლად იმისა, რომ ფეხბურთელები გააფრთხილონ, ბარათს ჯიბეში ინახავენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა კვარაცხელია მეტოქის მოტყუებას ცდილობს, სისტემატურად ფეხებში დარტყმას იღებს. ძალიან მაინტერესებს მოურინიოს ხუმრობის ფონზე როგორ გააჩერებს „რომა“ კვარას. იმედი მაქვს, რომ მასიმილიანო ირატი (მსაჯი - რედ) ყვითელ ბარათებს სწრაფადვე გამოიყენებს“, - თქვა ალვინომ.

შეგახსენებთ, „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.118982