„ბარსელონას“ პრეზიდნტმა, ჟოან ლაპორტამ, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს, ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მიუხედვად მხარი დაუჭირა.
„ჩავი ჩემთვის შესანიშნავი მწვრთნელია, იმიტომ რომ, ყოველთვის დადებითი ემოციისკენაა მიდრეკილი. ის თხემით ტერფამდე ბარსელონელია და იცის, როგორ დაძლიოს რთული მომენტები. ყოველთვის წინსვლაზე, უკეთესად გახდომაზე ზრუნავს.
მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ. ახლი გუნდის მშენებლობა მიმდინარეობს და ცოტა მოთმინება გვმართებს.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია