ფეხბურთი

16:07 | 22.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა უახლოეს მატჩებს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს. ფრანგ ფორვარდის კუნთის მცირე დაზიანება აღენიშნება.

ამ მიზეზით 34 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ოქროს ბურთი“ მოიგო, „სევილიასა“ და „ლაიფციგთან“ მატჩებში ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115341