ცნობილი გერმანელი მწვრთნელი კრისტოფ დაუმი ფილტვების სიმსივნით დაავადდა. ამის შესახებ ინფორმაცია 68 წლის სპეციალისტმა თავად დაადასტურა.
დაუმი მკურნალობს და როგორც აღნიშნა, გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
კრისტოფ დაუმი ბოლოს რუმინეთის ნაკრებში 2016-2017 წლებში იყო, მანამდე ის არაერთ გუნდში მუშაობდა, მათ შორის „კიოლნს“, „შტუტგარტს“, „ლევერკუზენს“, „ბეშიქთაშს“, „აუსტრიას“, „ფენერბაჰჩეს“, „აინტრახტს“, „ბრიუგესა“ და „ბურსასპორს“ წვრთნიდა.