ფეხბურთი

15:35 | 22.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

იაპონიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მასატო კუდო 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ The Japan Times იტყობინება.

წყაროს ცნობით, 21 ოქტომბერს, ფეხბურთელი თავის ტვინის ოპერაციის შემდეგ გართულებების გამო რეანიმაციაში გარდაიცვალა. თვის დასაწყისში კუდოს ჰიდროცეფალიის დიაგნოზი დაუსვეს, ეს მდგომარეობა თავის ტვინის სისტემაში სითხის გადაჭარბებულ დაგროვებას გულისხმობს.

კარიერის განმავლობაში კუდო თამაშობდა „კაშივა რეისოლში, „სანფრეჩე ჰიროშიმაში“, „რენოფა იამაგუჩიში“, „ვანკუვერ უაიტკეპსში“ და „ბრისბენ როარში“.

მან ასევე 2013 წელს იაპონიის ნაკრებში ოთხი თამაში ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ის გახდა 2010 წლის აზიის თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი და 2013 წლის აღმოსავლეთ აზიის თასის მფლობელი.

0.124209