ძიუდო

13:45 | 22.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უმედლო დღე აბუ დაბის გრანდ სლემზე

აბუ დაბის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. ტატამიზე ორი ქართველი გავიდა და ორივე ასპარეზობას პირველივე შეხვედრაში მარცხით გამოეთიშა.

73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილმა იასპარეზა, რომელიც პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი აზერბაიჯანელ ვუსალ გალანდარზადეს შეხვდა, წააგო და უმედლოდ დარჩა.

81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ახალაურმაც ანალოგიური შედეგი აჩვენა და მეორე წრეში, მისთვის პირველივე შეხვედრაში უკრაინელ ჰჰევორჰ მანუკიანთან განიცადა მარცხი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში აბუ დაბის გრანდ სლემზე ორი მედალია, რომლებიც გიორგი სარდალაშვილისა (ოქრო) და ეთერ ლიპარტელიანის (ბრინჯაო) ანგარიშზეა. 23 ოქტომბერს, ბოლო საშეჯიბრო დღეს აბუ დაბის გრანდ სლემზე 6 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

0.118794