ფეხბურთი

21:30 | 21.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასი სლოვაკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ბრატისლავის „სლოვანი“ „სკალიცა“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა, გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი მიითვალა.

გიორგის პასით ტიგრან ბარსეგიანმა 58-ე წუთზე გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 4:0 გახადა. მან სომეხი თანაგუნდელი მოედნის ცენტრიდან მოხდენილი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა. გიორგი მოედანზე 82-ე წუთამდე იყო, ხოლო გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. კაშიამ 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ჩაკვეტაძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეხუთე საგოლე პასია (20 მატჩში). „სლოვანი“ კი 14 ტურის შემდეგ 32 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „ტრნავას“ 7 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124867