კრიშტიანუ რონალდუ ლონდონის „ჩელსისთან“ ვერ ითამაშებს. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პორტუგალიელი „ჩელსის“ წინააღმდეგ სამატჩო განაცხადში არ იქნება.
განცხადებაში მიზეზი ნახსენები არაა, თუმცა დიდი ალბათობით, ეს „ტოტენჰემთან“ მომხდარს უკავშირდება. ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ 90 წუთი თადარიგში დატოვა, რამაც რონალდუ გააბრაზა და 37 წლის ფეხბურთელი გასახდელში თამაშის დასრულებამდე შევიდა.
კრიშტიანუ რონალდუსთვის მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და ალბათ კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს. მან ამ სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში მოედანზე მხოლოდ ბოლო წუთებში ჩნდებოდა.