ჩოგბურთი

21:02 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოფი და გარსია WTA-ს ფინალში ითამაშებენ

ამერიკელმა კოკო გოფმა და ფრანგმა კაროლინ გარსიამ WTA-ს ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ბელარუსი არინა საბალენკა გვადალახარას (მექსიკა) ღია პირველობის მეორე წრეში რუა ლიუდმილა სამსონოვასთან დამარცხდა.

სამსონოვას თავისი ბოლო 22 შეხვედრიდან, 20 მოგებული აქვს. ბელარუს მეტოქესთან მან 21 ქულა მოიპოვა და მისი მოწოდება ოთხჯერ აიღო.

WTA-ს ფინალში, რომელიც შტატ ტექსასის ფორტ უორტში, 31 ოქტომბერს დაიწყება, სულ რვა ჩოგბურთელი ითამაშებს. მისი პირველი სამი საგზური უკვე გარანტირებული ჰქონდათ მსოფლიოს პირველ ჩოგან იგა სვიატეკს, ტუნისელ ონს ჟაბურს და ამერიკელ ჯესიკა პეგულას. გოფის და გარსიას დამატების შემდეგ, ტურნირზე სულ სამი ვაკანსია დარჩა.

გოფმა გვადალახარაში იტალიელი ელისაბეტა კოჩარეტო 7-6(1) 6-3 დაამარცხა, თუმცა ეს მისი საუკეთესო გამოსვლა არ ყოფილა. ამერიკელმა ორმაგი შეცდომა ხუთჯერ დაუშვა და 13-დან მხოლოდ ოთხი ბრეიკ პოინტი გამოიყენა. სამაგიეროდ, გადამწყვეტ მომენტებში ახერხებდა ქულების აღებას. მან ეს ჯერ ტაიბრეიკზე შეძლო, შემდეგ კი მეორე სეტშიც მიაღწია უპირატესობას და ის ბოლომდე შეინარჩუნა.

„უბრალოდ, ძალიან გახარებული ვარ. ფინალში თამაშზე, შეხვედრის დაწყებამდე არც ვფიქრობდი. ახლა კი მიხარია, რომ იქ ჯესთან (პეგულა) ერთად ვიქნები“, - განაცხადა 18 წლის გოფმა, ვინც 2005 წლის შემდეგ, WTA-ს ფინალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იქნება. ამასთან, ის ამავე ტურნირზე, პეგულასთან ერთად, წყვილებშიც ითამაშებს.

პეგულამ უიმბლდონის ყაზახ ჩემპიონ ელენა რიბაკინას 2-6 6-3 7-6(8) მოუგო და მას WTA-ს ფინალში თამაშის შანსი გადაუწურა. ნორმალურ სიტუაციაში, რიბაკინა ფინალში უნდა გასულიყო, მაგრამ მას უიმბლდონზე გამარჯვებისთვის, სარეიტინგო ქულები არ მიუღია. ამის მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ ტურნირზე რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს, უკრაინაში ამ ორი ქვეყნის შეჭრის გამო, თამაში აეკრძალათ. ამას კი ATP-მ და WTA-მ იმით უპასუხეს, რომ დიდი სლემის საბალახო ტურნირს სარეიტინგო ქულები ჩამოართვეს.

0.116941