ფეხბურთი

17:31 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" და ზამბო ანგისა კონტრაქტის განახლებასთან ახლოს არიან

„ნაპოლი“ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას შენარჩუნებას აპირებს და ფეხბურთელს კონტრაქტის პირობებს გაუუმჯობესებს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და ანგისა მალე კონტრაქტს 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივებს, მისი ხელფასი კი 2.7 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც ბონუსებიც დაემატება.

ანგისას კონტრაქტი 2026-წლამდე ძალაში, მაგრამ მისი ერთი წლით განახლება ხელფასის მომატებას ემსახურება.

26 წლის კამერუნელი ნახევარმცველი „ნაპოლიში“ 2021 წლიდან თამაშობს და 43 თამაშში 3 გოლი გაიტანა (სამივე მიმდინარე სეზონში), მანამდე კი „მარსელის“, „ვილიარეალისა“ და „ფულჰემის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111536