ლონდონის „ჩელსისგან“ ერთწლიანი იჯრით აყვანილი შემტევი, რომელუ ლუკაკუ, დიდი ალბათობით, მილანის „ინტერში“ კიდევ ერთი სეზონით დარჩება. კლუბებმა უკვე მოილაპარაკეს და მალე ახალ ხელშეკრულებას ხელსაც მოაწერენ - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.
წყაროს ინფორმაციით, „არისტოკრატების“ ახალი მფლობელები და მთავარი მწვრთნელი, გრემ პოტერი, არ არიან ბელგიელით დაინტერესებული. ამიტომ „ინტერს“ შანსი გაუჩნდა ლუკაკუ გამოისყიდოს და სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმოს.
შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ 26 აგვისტოს, „ლაციოსთან“ მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო და დღემდე მკურნალობს.