პრემიერლიგის მე-12 ტურში „ვესტ ჰემთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0), „ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„მთავრია გავიმარჯვეთ. ეს არის ახლა მთავარი. კარგია, რომ კარი მშრალად შევინახეთ, არადა მათ ოთხი ფორვარდი გამოიყვანეს. ხშირად თავდაცვა გვიწევდა, თუმცა, როგორც წინა მატჩში („მანჩესტერ სიტისტან“ 1:0), ამჯერადაც ამოცანას კარგად გავართვით თავი.“ - ციტირებს ნიდერლანდელი მოთამაშის სიტყვებს BBC Sport.
მოგეხსენებათ, „ლივერპულმა“ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო. თუმცა ნელ-ნელა პოულობს თავის თამაშს. ამის დასტური ზედიზედ სამი გამარჯვებაა.