ავტოსპორტი

0:05 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოტო ვოლფი ამერიკაში კარგ შედეგებს არ ელის

„მერსედესი“ შეერთებული შტატების დიდ პრიზზე მანქანას განახლებას გეგმავს და ეს ამ სეზონში უკანასკნელად მოხდება. გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ განახლებების მიუხედავად, შედეგების გაუმჯობესება მოსალოდნელი არაა. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ „ფერარისთან“ მეორე ადგილისთვის პაექრობაც შეუძლებელი იქნება.

„ოსტინში ჩვენ მანქანების განახლებათა ბოლო პაკეტს გამოვიყენებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენს შედგებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. თუმცა ეს მაინც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და მისი მეშვეობით, ლიდერებთან მიახლოებას შევძლებთ“, - ამბობს ვოლფი (ფოტოზე) და დასძენს:

„გვინდა, რომ ეს სეზონი კვარცხლბეკზე დავასრულოთ. სინგაპურის და იაპონიის რბოლების შედეგები ჩვენ თავდაჯერებულობას გვანიჭებს. ჩვენთვის ახლა ტრასაზე გატარებული ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ამით საჭირო მონაცემებს ვაგროვებთ, რაც მომავალი სეზონისთვის კონკურენტუნარიანი მანქანის მომზადებაში დაგვეხმარება“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11177