ჭიდაობა

0:34 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი საქართველომ 4 მედლით დაასრულა

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

67 კგ წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ კოლუმბიელი ხულიან ასევედო 3:1 დაამარცხა, ხოლო 82 კგ წონით კატეგორიაში ბექა გურულმა თურქ ალი ჰანჩს 9:0 აჯობა. შედეგად, ორივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დღესვე ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრა წააგეს ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (97 კგ).

ამრიგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მანამდე ვერცხლი გიორგი შოთაძემ, ბრინჯაო კი გიორგი თოხაძემ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116841