ფეხბურთი

23:24 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილი "ვალენსიას" დაუკავშირეს

ესპანური „ვალენსიას“ „საბურთალოსა“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი დაუკავშირეს. ინფორმაციას ჟურნალისტი კარლოს ბოში ტვიტერში საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ვალენსია“ კიდევ ეძებს სხვა „მამარდაშვილს“. ასეთი შეიძლება იყოს ორი ფეხბურთელია - ფლანგის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი და უკრაინელი მეკარე პავლო ისენკო“, - წერს ბოში.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. 21 წლის გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2020 წლიდან დღემდე 83 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 7 შეხვედრაში თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა (ინგლისის 21-წლამდე ნაკრებთან). რაც შეეხება პავლო ისენკოს, ის 19 წლისაა და პოლტავას „ვორსკლაში“ თამაშობს.

0.114029