ფეხბურთი

21:43 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" მენიო კიდევ ერთხელ გამოაკლდა

„მილანის“ მეკარე მაიკ მენიო ისევ ტრავმირებულია. ფრანგმა მეკარემ ბოლო ერთი თვე გამოტოვა და სათამაშოდ მზად იყო, მაგრამ კიდევ ერთი დაზიანება ვარჯიშზე მიიღო.

ჯერ უცნობია ტრავმის ხარისხი, რომელიც სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაზუსტდება, მაგრამ გარკვეული პერიოდით უქმობა ფრანგ კარის დარაჯს ისევ მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მაიკ მენიო „მილანში“ 2021 წელს „ლილიდან“ გადავიდა და სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108942