იტალიის ნაკრების, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი თვისებების მქონე ფეხბურთელების ნაკლებობაა.
„ის გუნდს ძალიან სწრაფად შეერწყა, ვსაუბრობთ ფეხბურთელის ტიპზე, რომელიც განსხვავებას ქმნის. ზოგადად, რაც უფრო მეტი გამოსავალი გაქვს არსენალში, მით უფრო მეტად შეგიძლია თამაშში განსხვავების შექმნა. ძნელია მსგავსი თვისებების მქონე მოთამაშეების პოვნა“, - აღნიშნა ფერარამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 23 ოქტომბერს, სტუმრად „რომას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.