სხვა

18:55 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კახი ასანიძე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონი გახდა

კახი ასანიძე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონია. ასანიძემ ქართველ ძალოსანთა ყულაბა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით შეავსო.

ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე U23 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ფიცარნაგზე 73 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი - კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე ასპარეზობდნენ.

კახი ასანიძემ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 141/144/146 კგ. წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. კახის სულ რაღაც 1 კილოგრამი დააკლდა ამ დისციპლინაში მცირე ოქროს მედლამდე.

ასანიძემ აკვრაში შესანიშნავად იასპარეზა, 171/176 დაძლია და დისციპლინაში ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 322 კილოგრამითაც.

არჩილ მალაყმაძემ კი ატაცში თავი 135 კილოგრამს გაართვა, რის შემდეგაც ტრავმის გამო შეჯიბრიდან მოიხსნა. საბოლოოდ ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატი ატაცის მე-6 ადგილით დაასრულა.

0.124034