ცნობილმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის ოქროს ბურთის მოპოვების 20 კანდიდატი დაასახელა და საინტერესოა, რომ სიაში მე-15 ადგილი ხვიჩა კვარაცხელიას ერგო.
„უდავოდ მიმდინარე სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი, კაცი, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონას“ ეძახიან, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი აღმოჩენაა. ის ყველა მეტოქეს გზად ანადგურებს თავისი ამაღელვებელი უნარებით, პასებისა და დარტყმის სტილით აღაფრთოვანა გულშემატკივრები ყველა სტადიონზე, სადაც მას მიმდინარე სეზონში უთამაშია. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს და არ ექნება საშუალება „ოქროს ბურთისთვის“ დამატებითი შთაბეჭდილებები აჩვენოს, მაგრამ ამჟამინდელი ფორმის შენარჩუნებას თუ შეძლებს, არ არსებობს მიზეზი, რომ კანდიდატებს შორის არ იყოს“, - წერს გამოცემა.
კვარაცხელია ლეროი სანეს, რაფაელ ლეაუს, კოდი გაკპოს, ფედერიკო ვალვერდესა და ჯუდ ბელინგემს უსწრებს. კვარაზე წინ სიაში მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავები არიან - სადიო მანე, გაბრიელ ჟეზუსი, ჯამალ მუსიალა, ჰარი კეინი, ფილ ფოდენი, მოჰამედ სალაჰი, კარიმ ბენზემა, კევინ დე ბრუინი, ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, ნეიმარი და ლიონელ მესი.
რა თქმა უნდა, Goal-ის ეს ვერსია უბრალოდ ვარაუდია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ოქროს ბურთის შესაძლო კანდიდატებსა და მსგავსი ფეხბურთელების გვერდით ქართველი მოთამაშის ხილვა.