ფეხბურთი

14:58 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციოს" ჩირო იმობილე წლის ბოლომდე გამოაკლდა

რომის „ლაციოს“ საუკეთესო ბომბარდირი ჩირო იმობილე გამოაკლდა. იტალიელმა ფორვარდმა „უდინეზესთან“ მატჩში ტრავმა მიიღო, რომელიც სერიოზულია.

32 წლის შემტევს ბარძაყის დაზიანება აღენიშნება და იტალიური მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს. ჩირო მოედანზე 2023 წლის დასაწყისში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ჩირო იმობილემ 14 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარში 7 გოლი გაიტანა.

0.116359