საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ნგოლო კანტე ვერ დაეხმარება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
კანტემ „ჩელსის“ სამედიცინო სტაფის ექიმებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ოპერაცია გაეკეთებინა, რადგან ქირურგიული ჩარევის გარეშე ბარძაყის დაზიანება არ განიკურნებოდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით 4 თვე გაგრძელდება. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ვებგვერდი წერს.
შესაბამისად, კანტეს მუნდიალზე თამაში გამოირიცხა და ეს ცხადია, მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია.
შეგახსენებთ, კანტემ დაზიანება აგვისტოში მიიღო და თავდაპირველი ვარაუდით მოედანზე შემოდგომაზე უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ტრავმის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.