საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „პერისტერის“ სტუმრად დაუპირისპირდა და 81:88 წააგო. ესპანელები პირველივე ტაიმში სოლიდურად ჩამორჩნენ და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში მთლიანობაში 7 ქულით შეამცირეს სხვაობა, მარცხს ვერ გადაურჩნენ.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 13 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასით და 2 ჩაჭრით დაეხმარა. შერმადინმა 7-დან 3 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა.
„ლენოვო ტენერიფე“ H ჯგუფში თითო მოგება-წაგებით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 ნოემბერს, „ბნეი ჰერცლიას“ სტუმრად დაუპირისპირდება.