Radio Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თამამი შედარება გააკეთა.
როგორც მან თქვა, ხვიჩა რობერტო ბაჯოზე მაგარი ფეხბურთელია:
„ითქვა კვარავაჯო, კვარადონა, კვარაბაჯო, მაგრამ ჩემი აზრით, კვარაცხელია რობერტო ბაჯოზე ძლიერია. გასაგებია, რომ ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, მაგრამ მე ქართველი ბაჯოს მირჩევნია“, - თქვა დე მაჯომ.