„ინტერის“ ნახევარმცველმა, ნიკოლო ბარელამ, კარიერა, შესაძლოა, ესპანეთში გააგრძელოს. 25 წლის ფეხბურთელით „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ დაინტერესდნენ - გვამცნობს Calciomercatoweb.
კატალონიელები მზად არიან გარიგებაში ფრანკ კესიეც ჩართონ, რომელიც გუნდში 2022 წლის ზაფხულში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.
ბარელა „ინტერში“ „კალიარიდან“ 2020 წელს გადავიდა.
სერია A-ს და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბარელამ 13 მატჩი გამართა, 4 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.