ფეხბურთი

14:42 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი პრეზიდენტი: "კვარაცხელია მაგიჟებს, გუნდის მთავარი ძალაა"

„ნაპოლის“ ყოფილმა პრეზიდენტმა კორადო ფერლაინომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ მთავარი ძალა და საოცარი ფეხბურთელია.

ფერლაინო იმ „ნაპოლის“ პრეზიდენტი იყო, რომელშიც დიეგო მარადონა თამაშობდა და არგენტინელი ნეაპოლში სწორედ მან ჩაიყვანა, თუმცა ფიქრობს, რომ დღევანდელი „ნაპოლი“ უკეთეს ფეხბურთს თამაშობს.

„დიახ, ეს „ნაპოლი“ მარადონას „ნაპოლიზე“ უკეთეს ფეხბურთს თამაშობს. ეს გუნდი ძალიან ძლიერია, მაგრამ მეტისმეტი აღტაცება სახიფათოა, ფეხები მიწაზე უნდა გვქონდეს. კვარაცხელია წარმოუდგენელი ფეხბურთელია, ის „ნაპოლის“ ძალაა. ეს ფეხბურთელი მაგიჟებს, საოცარია, თუმცა მისი სახელის სწორად წარმოთქმა შეუძლებელია. რატომ არ ვეძახით ესპოზიტოს? ჩემთვის ის უბრალოდ "კარაა". „ნაპოლისთვის“ იმავე მნიშვნელობის მოთამაშეა, როგორც „მილანისთვის“ ლეაუ. უნდა მივულოცოთ ჯუნტოლის, რომელმაც "კარა" საქართველოში იპოვა, ვულოცავ დე ლაურენტისს სითამამისა და სპალეტის ოსტატობისთვის, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია. „ნაპოლის“ სკუდეტო? სკუდეტოს გაზაფხულზე იგებენ და კარგავენ კიდეც, ჯერ უნდა დაველოდოთ“, - თქვა ფერლაინომ.

0.116081