ფეხბურთი

11:20 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: „პრაქტიკულად ბენზემას უფროსი ძმა ვარ. ჩვენ ბევრი საერთო გვაკავშირებს“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს კარიმ ბენზემასთან თავისი ურთიერთობის შესახებ უამბო, რომელიც გუშინ, 17 ოქტომბერს, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გახდა.

„პრაქტიკულად ბენზემას უფროსი ძმა ვარ. ასე მივმართავთ ერთმანეთს: უმცროსი ძმა და უფროსი ძმა. ჩვენ თითქმის ერთნაირი წარსული გვაქვს. ის ლიონიდანაა, მე მარსელიდან. თავიდან ორივემ რთული გზა გამოვიარეთ. უბრალო ბიჭები ვიყავით გარეუბნებიდან და პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ვოცნებობდით. ამას დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ.

მართლაც ბევრი რამ გვაერთიანებს, წარმომავლობის ჩათვლით. ჩვენი ოჯახები მეზობელი ალჟირული სოფლებიდან არიან.

როცა „რეალის“ მწვრთნელი გავხდი, დიდ სიამოვნებას ვიღებდი კარიმთან მუშაობით. რჩევებს ვაძლევდი, მაგრამ ის უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშე იყო.“ - ციტირებს ზიდანის სიტყვებს L'Equipe.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114088