თამაშგარე

1:53 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მოდელი: "კვარაცხელია სერია A-ს პრინცია, დაუჯერებელია, რომ ასე იაფად დაიმატეს"

იტალიელმა მოდელმა და ინფლუესერმა პაოლო საულინომ, რომელიც „ნაპოლის“ გულშემატკივარია, იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელით მოხიბლულია და „ნაპოლი“ თუ სკუდეტოს მოიგებს, გულშემატკივრებისთვის რაღაცის გაკეთების პირობაც დადო.

„როგორც ფეხბურთელზე, კვარაცხელიაზე შეყვარებული ვარ, ჯორჯო ალბერტაცის მაგონებს, რადგან რთულ რაღაცებს ძალიან მარტივად აკეთებს. ვახშამზე „ნაპოლის“ ფეხბურთელებიდან ვისთან ვივახშმებდი? კვარაცხელიასთან, ის სერია A-ს პრინცია. წარმოუდგენელია, რომ დე ლაურენტისმა და ჯუნტოლიმ მის ტრანსფერში ასე ცოტა გადაიხადეს. „სტადიო ოლიმპიკოზე“ წავალ, რათა „ნაპოლის“ თამაში „რომასთან“ ვნახო. „ნაპოლიმ“ სკუდეტო რომ მოიგოს? ძალიან ცრუმორწმუნე ვარ და ნაადრევია გამარჯვებაზე საუბარი, მაგრამ რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებ, რადგან სკუდეტო უნდა აღინიშნოს“, - თქვა საულინომ.

0.109527