ფეხბურთი

1:44 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "ვამაყობ გზით, რომელიც გავიარე, ოქროს ბურთი ჩემთვის ყოველთვის მოტივაცია იყო"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კარიმ ბენზემამ „ოქროს ბურთის“ მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს ჯილდო მისთვის ყოველთვის მოტივაცია იყო და ამაყობს გზით, რომელიც გაიარა.

„აქ ყოფნა საამაყოა. ვფიქრობ იმ პერიოდზე, როცა ბავშვი ვიყავი, ყველა იმ შრომაზე, რაც ჩემს ზურგს უკანაა. ამაზე ოცნებაში გავიზარდე, ეს ჩემთვის მოტივაცია იყო. რთული მომენტები იყო, რამაც მენტალურად უფრო ძლიერი გამხადა, არასდროს დავნებებულვარ, შევინარჩუნე ფეხბურთის თამაშის ხალისი და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ვამაყობ იმ გზით, რომელიც გავიარე“, - თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, კარიმ ბენზემა მეხუთე ფრანგი ფეხბურთელია რაიმონ კოპას, მიშელ პლატინის, ჟან-პიერ პაპენისა და ზინედინ ზიდანის შემდეგ, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111653