ფეხბურთი

0:35 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიას გოლი ისრაელის ჩემპიონატში

ისრაელის ჩემპიონატის მერვე ტურში „ნეს ციონას“ ფეხბურთელმა ლევან კუტალიამ გოლის გატანა მოახერხა.

ბეერ შევას „ჰაპოელთან“ შეხვედრაში ლევანმა მეოცე წუთზე პენალტი მოიპოვა და თვითონვე გაიტანა, რითაც სეზონში მეორე გოლი მიითვალა. ლევანმა გოლი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

„ნეს ციონას“ 8 ტურში მხოლოდ 5 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

0.112323