ფეხბურთი

0:10 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ ბენზემა ოქროს ბურთის მფლობელია!

მოლოდინი გამართლდა - 2022 წლის ოქროს ბურთი კარიმ ბენზემას გადაეცა, შესაბამისად, France Football-მა ფრანგი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ბენზემა გამარჯვების აშკარა ფავორიტი იყო და გასაკვირი ალბათ არავისთვისაა, რომ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო სწორედ „რეალის“ ფორვარდს ერგო.

კარიმს ოქროს ბურთი ზინედინ ზიდანმა გადასცა და კარიმი პირველი ფრანგი ფეხბურთელია სწორედ ზიდანის შემდეგ, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო, ისტორიაში კი მეხუთე ფრანგი იმავე ზიდანის, ჟან-პიერ პაპინის, მიშელ პლატინისა და რაიმონ კოპას შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მეოცე ადგილს დასჯერდა კრიშტიანუ რონალდუ, ხოლო ლიონელ მესი 30-ეულშიც რომ არ იყო, აქამდეც ცნობილი გახლდათ. ბენზემას შემდეგ ხუთეულში ადგილები სადიო მანემ, კევინ დე ბრუინმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და მოჰამედ სალაჰმა შეავსეს.

1. კარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი)

2. სადიო მანე (ბაიერნი/ლივერპული, სენეგალი)

3. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)

4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი/ბარსელონა, პოლონეთი)

5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)

6. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)

7. ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია)

8. ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)

9. ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია)

10. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი/მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)

11. ჰონ-მინ სონი (ტოტენჰემი, სამხრეთ კორეა)

12. რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი, ალჟირი)

13. სებასტიან ალე (დორტმუნდი/აიაქსი, კოტ დივუარი)

14. რაფაელ ლეაო (მილანი, პორტუგალია)

15. ფაბინიო (ლივერპული, ბრაზილია)

16. ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ნიდერლანდები)

17. ლუის დიასი (პორტუ/ლივერპული, კოლუმბია)

18. დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი, სერბეთი)

19. კაზემირო (რეალი/მანჩესტერი, ბრაზილია)

20. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, ინგლისი)

21. ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი)

22. ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)

23. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)

24. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული, ინგლისი)

25. ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი/რეალი, გერმანია)

26. მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი)

27. იოზუა კიმიხი (ბაიერნი, გერმანია)

28. ჟოაუ კანსელუ (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)

29. დარვინ ნუნიესი (ბენფიკა/ლივერპული, ურუგვაი)

30. კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი, საფრანგეთი)

2022 წლის საუკეთესო მეკარე - ტიბო კურტუა

2022 წლის საუკეთესო გუნდი - „მანჩესტერ სიტი“

სოკრატესის ჯილდო (ქველმოქმედებისთვის) - სადიო მანე

გერდ მიულერის ჯილდო (საუკეთესო თავდამსხმელი) - რობერტ ლევანდოვსკი

რაიმონ კოპას ჯილდო (საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი) - გავი

ოქროს ბურთი ქალთა ფეხბურთში - ალექსია პუტელიასი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128062