„ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ ხვიჩას დღევანდელი წარმატების უკან ბევრი შრომა დგას.
„6 წლის განმავლობაში მას ბევრი გუნდი აკვირდებოდა და იყო რამდენიმე შესაძლებლობა რომელიმე ტოპკლუბში გადასულიყო. ამ მომენტში „ნაპოლი“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპაში მისი განვითარებისთვის. ეს არის იდეალური ადგილი ხვიჩასთვის ევროპულ ფეხბურთში დასამკვიდრებლად. როდესაც ის „რუბინში“ თამაშობდა, ხშირად მარტო რჩებოდა სტადიონზე ვარჯიშის დასრულების შემდეგ და ინდივიდუალურად ემზადებოდა. მისი აფეთქების მიღმა ბევრი შრომაა.
100 მილიონი ევრო? ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც ის უყვარს, ცალსახად ფასდაუდებელია, მაგრამ გაყიდვის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს საორიენტაციო ფასი.
ნეაპოლში ოთხი დღე ვიყავი და მივხვდი, რომ ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს, გარშემო ორი მაისური მაისური ვნახე - მარადონას და კვარაცხელიას. მარადონას „ნაპოლიში“ რამდენიმე ტიტული აქვს მოგებული, კვარაცხელიასაც შეუძლია ამის გაკეთება. ნეაპოლს უყვარს კვარაცხელია და კვარაცხელიას უყვარს ნეაპოლიტანელები და ნეაპოლი“, - თქვა ჯუღელმა Calciomercato-სთან ინტერვიუში.