ფეხბურთი

20:36 | 17.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას დაუმარცხებელი 7 თვე

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მარტის შემდეგ არ დამარცხებულა.

ბოლო 32 მატჩი, რომელშიც მოედანზე ხვიჩა იყო, მისი გუნდის მარცხით არ დამთავრებულა - 32 თამაში, 25 მოგება, 7 ფრე, 0 წაგება. ამ შეხვედრებში ქართველმა 20 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა.

კვარაცხელიას დაუმარცხებელი სერია მარტის ბოლოდან დაიწყო, როდესაც საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბოსნია ბუდუ ზივზივაძის გოლით დაამარცხა, საგოლე პასი კი მას სწორედ ხვიჩამ გაუკეთა.

„დინამო ბათუმში“ კვარამ 11 მატჩიდან 7 მოიგო და 4-ჯერ ფრეს დასჯერდა (8 გოლი, 2 საგოლე პასი), „ნაპოლიში“ 14 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 12 მოიგო და ორჯერ ფრე დაფიქსირდა (7 გოლი, 9 საგოლე პასი, მითვლილია მოპოვებული პენალტებიც) საქართველოს ნაკრებთან ერთად ამ პერიოდში მოედანზე შვიდჯერ გავიდა - 6 მოგება, 1 ფრე (5 გოლი, 4 საგოლე პასი, მითვლილია მოპოვებული პენალტებიც).

ცნობისთვის, კვარა ბოლოს ყაზანის „რუბინში“ დამარცხდა, მოსკოვის ცსკა-სთან (1:5) და ეს მის რუსულ კარიერაში ბოლო თამაშიც იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115083