ფეხბურთი

20:02 | 17.10.2022 | ნანახია 4807 - ჯერ

გატუზო: "მამარდაშვილმა ბოდიში მომიხადა, რაც საჭირო არ იყო, მას ჩემგან სრული ნდობა აქვს"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „სევილიასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.

როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, ქართველმა მეკარემ მას „ელჩესთან“ მატჩის შემდეგ ბოდიში მოუხადა, მაგრამ ბოდიში საჭირო არ იყო, რადგან სხვა მატჩებში გიორგიმ გუნდი ბევრჯერ გადაარჩინა.

„ელჩესთან“ მატჩის შემდეგ მამარდაშვილი ჩემთან მოვიდა და ბოდიში მომიხადა, რაზეც გავუბრაზდი. ბოდიშის მოხდა საჭირო არ იყო იმიტომ, რომ არაფერი მომხდარა, სხვა შეხვედრებში ბევრჯერ გადაგვარჩინა. არაფერია, ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება, მითუმეტეს 20, 21, 22 წლის ასაკში, უბრალოდ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რადგან ჩემგან და მთელი გუნდისგან უდიდესი ნდობა აქვს. მატჩის შემდეგ ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ეს სიტყვა ჩემთან აღარ გამოიყენოს“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 9 მატჩში 10 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა ორჯერ მოახერხა. „სევილიასა“ და „ვალენსიას“ მატჩი 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:44 | 16.06.2021
nugo1113 (1656)

აზერებთან გაძრომის შანსი არის 1 %

18:20 | 16.06.2021
KoRBeN DaLLaS (24844)

ოლიმპიაკოსის ფანი იყო სწორედ ის იაზონი, საქართველოდან ოქროს საწმისი რომ გაიტაცა.
ხოლო მისი ხელისშემწყობი მედეა კი რომანა ფიფიას ბებიის ბებიის ბებიის.... ბებია იყო.
ამაზე დინამოს ღვაწლმოსილი პრეზიდენტიც დღენიადაგ წუხს და ახლა აცხადებს, დადგა დრო ბერძნებმა ყველა ვალი დაგვიბრუნონო

16:05 | 16.06.2021
kila (557)

ეჰ ნეფტჩიც მოგვიგებს და შემდეგ ალბათ კაირატიც. კიდევ ერთი სამარცხვინო კლასკვიკური კაშმარი გველოდება,სამწუხაროა ძალიან მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოს.ცხადაძე თუ რაიმე სასწაულს არ ჩაიდენს თორემ ამ ფეხბურთელების იმედად ჩემი მტერი იყოს

16:05 | 16.06.2021
გუსანი (746)

რეალისტურად თუ შევხედავთ- სახარბიელოდ არ ყოფილა დინამოს საქმე. სასწაულს ველოდებით და იქნება-ც ... მოხდეს....

15:12 | 16.06.2021
Homerson (108)

დინამომ შემადგენლობა თუ არ გააძლიერა ვერ გავცდებით ნეფთჩის

14:50 | 16.06.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

დაერხათ ბერძნებს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062782
4807