„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ბოლონიასთან“ გამარჯვების (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კარგი შეგრძნება აქვს, რადგან ზედიზედ 10 მატჩის მოგება ადვილი არაა და მთელი გუნდი ჩართულია მიზნის მიღწევაში.
„ზედიზედ 10 თამაშის მოგება კარგ შეგრძნებებს მანიჭებს, რადგან ძალიან ბევრი მაღალტემპიანი მატჩის შემდეგ დონის დაგდების რისკი ყოველთვის არსებობს. თუმცა, გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მე ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი ჩართულია და მზადაა მიზნის მიღწევაში მონაწილეობა მიიღოს. ბიჭებმა მაღალი დონის მენტალიტეტი აჩვენეს, ყოველთვის ცდილობდნენ ბურთის ფლობას და ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს. მეორე ტაიმში შეცვლები იმაზე მეტყველებს, რომ ხარისხიანი შემადგენლობა გვყავს. ვიცოდით, რომ „ბოლონიას“ დამარცხება ნამდვილად რთული იქნებოდა. ზედიზედ 10 მატჩი გვაქვს მოგებული, რაც თავდაჯერებას გვანიჭებს, მაგრამ ყოველთვის უნდა ვეძებოთ გაუმჯობესების გზა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, მეამაყება და მიხარია, რომ ამ ბიჭების მწვრთნელი ვარ“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მიმდინარე სეზონში მარცხი არ განუცდია, ბოლო 10 მატჩი კი ზედიზედ მოიგო. სერია A-ს „აძური“ 25 ქულით ლიდერობს და მომდევნო შეხვედრას „რომასთან“ ჩაატარებს.