ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. „რეალმა“ „ბარსელონას“ 3:1 მოუგო და 25 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა. კატალონიელებმა კი პირველად წააგეს წლევანდელ სეზონში და მადრიდელებს სამი ქულით ჩამორჩნენ.
ანგარიში მე-12 წუთზე კარიმ ბენზემამ გახსნა. 35-ზე ფედერიკო ვალვერდემ მეორე გაიტანა.
მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა სტუმარმა ფერან ტორესმა ერთი ბურთი გაქვითა და ვითარებაც დაიძაბა. მაგრამ 91-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილ როდრიგოს ერიკ გარსიამ ფეხზე დააბიჯა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა დაზარალებულმა. საბოლოოდ - 3:1.
ესპანეთი
პრიმერა დივიზიონი
მე-9 ტური. 16 ოქტომბერი
რეალი - ბარსელონა 3:1
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
1:0 ბენზემა (12), 2:0 ვალვერდე (35), 2:1 ტორესი (83), 3:1 როდრიგო (90+1 პენ)
რეალი: ლუნინი, კარვახალი (რუდიგერი 88), მილიტაო, ალაბა, მენდი, ჩუამენი, მოდრიჩი (კამავინგა 78), კროოსი, ვალვერდე, ბენზემა (ასენსიო 88), ვინისიუსი (როდრიგო 85)
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, გარსია, ბალდე (ალბა 60), ბუსკეტსი (გავი 60), პედრი (კესიე 83), დე იონგი, რაფინია (ფერან ტორესი 60), ლევანდოვსკი, დემბელე (ფატი 73)
მწვრთნელი: ჩავი
მსაჯი: ხოსე მარია საჩეს მარტინესი
გაფრთხილება: ვინისიუსი (30), მოდრიჩი (75); გავი (81), კესიე (90+2)
სელტა - სოსიედადი 1:2
0:1 ილიარამენდი (30), 1:1 ასპასი (39), 1:2 სუბელდია (54)
ესპანიოლი - ვალიადოლიდი 1:0
1:0 ხოსელუ (78)
ბეტისი - ალმერია 3:1
1:0 კარვალიუ (23),1:1 ტურე (52), 2:1 იგლესიასი (66), 3:1 კარვალიუ (71)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია