22:51 | 16.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სიტის“ პირველი მარცხი მიმდინარე პრემიერლიგაში

ტურის ცენტრალურმა მატჩმა გაამართლა. მართალია, მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, მაგრამ დაძაბულობა დიდი იყო. მსაჯმა მერსისაიდელთა დამრიგებელი, იურგენ კლოპი, სათადარიგოთა სკამიდანაც კი გააძევა, წითელი ბარათი უჩვენა.

ჯერ „ქალაქელებმა“ გაიტანეს, ფილ ფოდენმა შეაგდო, მაგრამ ვარ-ის ჩარევის შემდეგ გოლი გაუქმდა. სამაგიეროდ მო სალაჰისა ჩაითვალა.მერსისაიდელთა მეკარე ალისონმა გრძელი გადაცემა გააკეთა წინ, სტუმართა მცველი ჟოაუ კანსელუ შეცდა, ეგვიპტელი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და შანსი ხელიდან არ გაუშვია.

„სიტიმ“ მიმდინარე პრემიერლიგაში პიველად წააგო და 23 ქულით მეორე ადგილზეა. 13-ქულიანმა „ლივერპულმა“ კი ორი ადგილით წინ წაიწია და მე-8 საფეხურზე დადგა.

ლიდერმა „არსენალმა“ კი სტუმრად „ლიდსს“ ბუკაიო საკას გოლით მოუგო სტუმრად. შევლაზე შესულმა მასპინძელმა პატრიკ ბემფორდმა 64-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.

მატჩი დაახლოებით 40 წუთით შეწყდა. მიზეზი - „ლიდისის“ „ელანდ როუდის“ სტადიონზე ელექტროენერგია გაითიშა. არბიტრს შუწყდა ვარ-თან კავშირი, გამოირთო გოლების ავტომატური ფიქსაციის სისტემაც.

ლანკაშირელმა არბიტრმა, კრის კავანამ გუნდები მოედნიდან გაიყვანა პრობლემების მოგვარებამდე. დაახლოებით 40 წუთში ელექროენერგიის მიწოდება აღდგა და თამაში გაგრძელდა.

„ჩელსიმ“ სტუმრად „ასტონ ვილა“ მეისონ მაუნტის დუბლით 0:2 დაამარცხა და 19 ქულით ისევ მეოთხე ადგილზეა.

„მანჩესტერმა“ და „ნიუკასლმა“ ერთმანეთს „ოლდ ტრაფორდზე“ ვერ გაუტანეს. მასპინძელთა მეკარე დავიდ დე ხეამ კი „მანჩესტერის“ მაისურით მე-500 შეხვედრა ჩაატარა.

ინგლისი

პრემიერლიგა

მე-11 ტური. 16 ოქტომბერი

ლივერპული - სიტი 1:0

ლივერპული. „ენფილდი“

1:0 სალაჰი (76)

ლივერპული: ალისონი, გომესი, ვან დეიკი, მილნერი, ფაბინიო (ჰენდერსონი 73), ალკანტარა, ელიოტი (კარვალიო 73), ჟოტა (ციმიკასი 90+9), სალაჰი (ალექსანდერ-არნოლდი 90) , ფირმინო (ნუნიესი 72)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

სიტი: ედერსონი, კანსელუ, აკანჯი, დიაში, აკე, როდრი, გიუნდოგანი (ალვარესი 89) , დე ბრუინი, ბერნარდუ სილვა, ფოდენი, ჰოლანდი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ფაბინიო (63), ალკანტარა (84), ჟოტა (90); აკანჯი (80)

ლიდსი - არსენალი 0:1

ლიდსი. „ელანდ როუდი“

0:1 საკა (35)

64-ე წუთზე ბემფორდმა (ლიდსი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

ლიდსი: მელიე, სტრეიკი, კუპერი, კოხი, კრისტენსენი, ადამსი, როკა (სამერვილი 84), ჰარისონი (კლიხი 76), ერონსონი, სინისტერა (გელჰარდტი 89), როდრიგო (ბემფორდი 46)

მწვრთნელი: ჯესი მარში

არსენალი: რემსდეილი, ტომიასუ, გაბრიელი, სალიბა, უაითი (ტირნი 76), პარტეი, ჯაკა, მარტინელი, ედეგორი (ვიეირა 73), საკა (ჰოლდინგი 82), ჟეზუსი (ნკეიტა 82)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: სალიბა (62), გაბრიელი (90+3)

მანჩესტერი - ნიუკასლი 0:0

ასტონ ვილა - ჩელსი 0:2

0:1, 0:2 მაუნტი (6, 65)

საუთჰემპტონი - ვესტ ჰემი 1:1

1:0 პერო (20), 1:1 რაისი (64)

0.122193