19:56 | 16.10.2022 | ნანახია NaN - ჯერ

„რეალმა“ „კლასიკო“ მოიგო

მადრიდის „რეალმა“ ესპანური პრიმერას მე-9 ტურში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბარსელონას“ უმასპინძლა, 3:1 დაამარცხა და 25 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა, 22-ქულიანი „ბარსელონა“ კი მეორე ადგილზეა.

ანგარიში მე-12 წუთზე კარიმ ბენზემამ გახსნა. 35-ზე ფედერიკო ვალვერდემ მეორე გაიტანა.

მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა სტუმარმა ფერან ტორესმა ერთი ბურთი გაქვითა და ვითარებაც დაიძაბა. მაგრამ 91-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილ როდრიგოს ერიკ გარსიამ ფეხზე დააბიჯა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა დაზარალებულმა. საბოლოოდ - 3:1.

0.057345