ცნობილი გახდა, რამდენს მიიღებს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტი, თუკი „სამი ლომი“ ყატარის წლევანდელ მუნდიალზე გაიმარჯვებს.
გაზეთ The Sun-ის ცნობით, ეს თანხა 4 მილიონ გირვანქას შეადგენს, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია წინა მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით. 2018 წელს ტურნირის მოგების შემთხვევაში საუთგეიტი 1,5 მილიონ გირვანქას მიიღებდა.
ინგლისელები მაშინაც ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ ნახევარფინალში ხორვატებთან დამარცხდნენ (1:2), მესამე ადგილსთვის მატჩში კი - ბელგიელებთან (0:2).
ამჯერად ტურნირზე ინგლისელები B ჯგუფში მოხვდნენ ირანის, აშშ-ის და უელსის ეროვნულ გუნდებთან ერთად.