ფეხბურთი

12:37 | 16.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: „2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე დიდი წნეხი ნეიმარზე იქნება“

ბრაზილიის ნკრების ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდოს აზრით, ყატარის მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე პენტაკამპეონთა რიგებში ყველაზე დიდი წნეხი „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევ ნემარზე იქნება.

„ვფიქრობ, მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრებში ყველაზე დიდი წნეხი ნეიმარზე იქნება. ახლა გუნდი უფრო დაბალნასებულია, ვიდრე წინა ტურნირებზე. მას უფრო ძლიერი ფეხბურთელები დაეხმარებიან. თან ახლა კარიერაში წარმატებული მომენტი უდგას და პასუხისმგებლობაც გაორმაგებულია.“ - ციტირებს რონალდოს სიტყვებს ფრანგული L'Équipe.

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება. ბრაზილიის ნაკრები G ჯგუფში იასპარეზებს სერბეთის, შვეიცარიისა და კამერუნის ეროვნულ გუნდებთან ერთად.

0.148474