ფეხბურთი

11:24 | 16.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა, ერლინგ ჰოლანდმა, ჟურნალისტებს თავისი ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელის ვინაობა დაუსახელა.

„ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელი? მამაჩემს თუ არ ჩავთვლით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მისი ქარიზმა განუმეორებელია.“ - ციტირებს 22 წლის ნორვეგიელის სიტყვებს Sky Sports.

ჰოლანდი „სიტიში“ თავის პირველ სეზონს ატარებს. ჯამში, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მან 12 მატჩი გამართა, 20 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემით გამოირჩა. ის ინგლისის ჩემპიონატის მთავარმეგოლეა.

0.125328