ფეხბურთი

10:51 | 16.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ვისურვებდი, გვარდიოლას ოთხწლიანი შემოქმედებითი შვებულება აეღო“

პრემიერლიგის მე-11 ტურის „ლივერპული“ – „მანჩესტერ სიტის“ მატჩის წინ, მერსისაიდელთა მთავრმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„მოვიწყენ თუ არა როცა გვარდიოლა „სიტის“ დატოვებს? არა. ვისურვებდი, გვარდიოლას ოთხწლიანი შემოქმედებითი შვებულება აეღო. ცხადია, ეს ხუმრობაა. სერიოზულად კი, ბევრჯერ მითქვამს, რომ პეპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და ამას ის ყოველდღე ამტკიცებს.

პეპი და მე არ ვართ მეგობრები, რადგან კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს. მაგრამ დიდ პატივს ვცემ მას და ვიცი, რომ ისიც ანალოგიურად ფიქრობს. ეს ნორმალურია.

საერთოდ, მოწინააღმდეგის მიმართ მეტი პატივისცემაა საჭირო. პირადად ყოველთვის ვაღიარებ სხვის ნიჭიერებას.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

„ლივერპული“ – „სიტის“ მატჩი დღეს, 16 ოქტომბერს გაიმართება „ენფილდზე“ და თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დიწყება.

0.116989