„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, კლუბი შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს - გვამცნობს L'Equipe.
წყაროს ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, მბაპემ საკუთარი კონტრაქტი გამოისყიდოს, თავისუფალი აგენტი გახდეს და ზამთარშივე სხვა კლუბში გადავიდეს.
მედია უკვე რამდენიმე კვირაა წერს ფრანგი ვარსკვლავის გარშემო არსებული ვითარების შესახებ. ის დარწმუნებულია, რომ კლუბმა მას უღალატა, არ შეასრულა კონტრაქტის გაფორმებისას მიცემული ვალდებულებები.
კილიანის პსჟ-სთან ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.