ფეხბურთი

19:50 | 15.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "როცა "ბარსელონასთვის" პრობლემა ვიქნები, სახლში წავალ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, ჩემპიონთა ლიგაზე ცუდი შედეგების მიუხედავად, თავისი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

„ელ კლასიკო არაპროგნოზირებადია. გაზაფხულზე გამართულ ელ კლასიკოს წინ რთული მომენტი გვქონდა, მაგრამ თამაში ჩვენთვის შესანიშნავი იყო. ვნახოთ, ხვალ როგორ იქნება. ვეცდებით ვიბრძოლოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არაპროგნოზირებადი თამაშია.

ბოლო ელ კლასიკოში 4:0 მოგება შეგვიძლია გამოვიყენოთ სითამამისთვის, მაგრამ კომპაქტურები უნდა ვიყოთ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. სატურნირო ცხრილის სათავეში ვართ და ამით უნდა ვისარგებლოთ. ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა სამწუხაროა, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ და ვფიქრობ, სწორ გზაზე ვართ, ლა ლიგაში ბრწყინვალედ ვთამაშობთ.

დაბადებიდან ოპტიმისტი ვარ, დარწმუნებული ვარ ჩემს საქმეში, რასაც ვაკეთებთ და ვფიქრობ, ჩემი მოსვლის შემდეგ გუნდი გაუმჯობესდა. ჩემპიონთა ლიგაზე რაც მოხდა ცუდია, მაგრამ ლა ლიგაში კარგად მივდივართ. ყველაფრიდან გამომდინარე ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს. იმ დღეს, როცა დავინახავ, რომ ყველაფერი კარგად არ მიდის, სახლში წავალ, ბარსელონას პრობლემა არასდროს გავხდები”, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112973