ფეხბურთი

16:46 | 15.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" მწვრთნელი: "კირიკეშის დანაკლისი გვეტყობა, მაგრამ ლოჩოშვილი იზრდება"

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან დააანონსა, ტრავმების გამო გუნდს ცენტრალური მცველები, ვლად კირიკეში და ჯეკ ჰენდრი დააკლდება.

ალვინის ჰკითხეს, ხომ არ აქვს გუნდს პრობლემები კირიკეშის არყოფნაში დაცვიდან შეტევის წამოწყებაში, რაზეც იტალიელმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ სხვა მცველებიც ამ კუთხით კარგად გამოიყურებიან, მაგრამ გაუმჯობესება შესაძლებელია.

„კირიკეშის არყოფნა მნიშვნელოვანი დანაკლისია, ისევე, როგორც ჰენდრის, რომელსაც მე მხოლოდ სამი დღე ვავარჯიშებდი, რადგან სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს შემოგვიერთდა, მერე ნაკრებში წავიდა და ტრავმა მიიღო. რა თქმა უნდა, დაცვიდან შეტევის კონსტრუქციაში გაუმჯობესება შეგვიძლია, მაგრამ ბიანკეტი, აივუ, ლოჩოშვილი და ვასკესიც ამ თვალსაზრისით იზრდებიან. თუმცა, ფაქტია, რომ ბურთის ფლობაში უკეთ თამაში შეგვიძლია“, - თქვა ალვინიმ.

შეგახსენებთ, რომ „კრემონეზეს“ 9 ტურში 3 ქულა აქვს და ბოლო ორ პოზიციას „სამპდორიასთან“ ერთად იყოფს. ლუკა ლოჩოშვილმა განვლილ 9 ტურში 7-ჯერ ითამაშა და ხვალაც, „სპეციასთან“ სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

0.115086