ფეხბურთი

15:45 | 15.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გაწყვეტა უნდა

კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება უნდა და L’Equipe-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტაზე ფიქრობს.

როგორც ჩანს, მბაპეს მდგომარეობა პსჟ-ში დღითიდღე უარესდება და ფრანგული გაზეთი წერს, რომ კილიანს თანაგუნდელებთანაც აღარ აქვს ურთიერთობა, რომელიც თავის მხრივ კლუბში მისი პრივილეგირებული პოზიციის გამო ბრაზდებიან. სწორედ ამიტომ, მბაპეს კლუბთან ურთიერთობის ვადაზე ადრე შეწყვეტა სურს.

მოგეხსენებათ, მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურებოდა და ბევრი ელოდა, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით „რეალში“ გადავიდა, მაგრამ მან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა, რასაც, როგორც ჩანს, ნანობს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენში“ 13 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

0.121501