ფეხბურთი

14:43 | 15.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მეისონ გრინვუდი გირაოს პირობების დარღვევისთვის ისევ დააპატიმრეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი მეისონ გრინვუდი ისევ დააპატიმრეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.

The Sun-ის ცნობით, 2გაუპატიურებაში ეჭვმიტანილმა 21 წლის ინგლისელმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების პირობები დაარღვია და ამდენად, კვლავ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

წყაროს თანახმად, ფეხბურთელი სავარაუდო დაზარალებულთან კონტაქტს შეეცადა, რითაც გირაოს პირობები დაარღვია და დღეს დილით საკუთარ სახლში დააკავეს.

მეისონ გრინვუდი პირველად თებერვლის დასაწყისში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ივნისში კი ეს გირაო გაუხანგრძლივეს. შეგახსენებთ, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი მეგობარი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს და მას შემდეგ ფეხბურთი აღარ უთამაშია.

0.113816