ავსტრალიის A ლიგის მეორე ტურში ბექა მიქელთაძისა და ბექა დარცმელიას „ნიუკასლ ჯეტსმა“ „პერტ გლორი“ 2:1 დაამარცხა და მიქელთაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ქართველმა თავდამსხმელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და თავის გუნდს მოაგებინა. ბექამ ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო და შეუცვლელად ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო დარცმელიაც, რომელიც 90-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ "ნიუკასლმა" რიცხობრივ უმცირესობაში მოიგო, ბექამ კი საგოლე მომენტში საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ირბინა და კონტრშეტევა გოლით დაასრულა.
ავსტრალიის ჩემპიონატში ეს მეორე ტური კი იყო, მაგრამ „ნიუკასლმა“ სეზონში პირველი თამაში ჩაატარა, ამრიგად 3 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 22 ოქტომბერს, „ველინგტონს“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ბექა მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეტსში“ მეორე წელია თამაშობს და გასულ სეზონში მან 13 გოლის გატანა მოახერხა.