ფეხბურთი

22:50 | 14.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" ფილ ფოდენს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ ფილ ფოდენს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია „ქალაქელთა“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ამრიგად, ფოდენი „სიტის“ ღირსებას 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

ფილ ფოდენი „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი დღემდე 182 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა და 36 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109328