„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სევილიური „ბეტისი“ ევროპა ლიგის ფავორიტად დაასახელა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მთავარი ფავორიტები სულ მალე ჩემპიონთა ლიგიდან გადმოერთვებიან.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა მათ დამარცხებული და წარუმატებელი ზვიგენები უწოდა:
„დიახ, ვფიქრობ, რომ „ბეტისი“ ევროპა ლიგის ფავორიტებს შორისაა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის წარუმატებელი ზვიგენები სულ მალე ამ ტურნირზე გადმოერთვებიან და ფავორიტები ისინი იქნებიან. ჩემი აზრით, არ უნდა გადმოდიოდნენ, მაგრამ ეს არის რეალობა“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაზე შეიძლება „ბარსელონა“, „იუვენტუსი“, „აიაქსი“, „სევილია“ და „მილანი“ გადავიდნენ.